საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა პედაგოგებს

10 October, 2018

ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესია, მოგეხსენებათ, არის მასწავლებლობა. მინდა ჩემს ყოფილ პედაგოგებს და ჩვენი ქვეყნის ყველა მასწავლებელს მივულოცო მასწავლებელთა საერთაშორისო დღე. მათ ხომ ყველაზე საპასუხისმგებლო მისია ეკისრებათ- განათლებული მომავალი თაობის აღზრდა, რათა შემდგომ ამ თაობამ მათი მიღწევებით წარმატებული გახადოს საქართველო. 
ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად დაფასდეს მასწავლებლის პროფესია, გაეზარდოთ მათ ხელფასები და გაუუმჯობესდეთ პირობები. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს.განათლება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა ყველა მასწავლებლის მიმართ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატებები.
პატივისცემით, მაიზერ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

Share page