22 ივნისს, ევროკავშირი სვანეთს ეწვევა

19 June, 2019

22 ივნისს, ევროკავშირი სვანეთს ეწვევა.

მობრძანდით ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება მესტიაში, სეტის მოედანზე და გაიგეთ მეტი ევროკავშირის შესახებ ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოადგენენ იმ აქტივობებს, რასაც სვანეთში ახორციელებენ და იმ შესაძლებლობებს, რასაც ამ რეგიონის მოქალაქეებს სთავაზობენ.

"ევროკავშირი სვანეთში" ღონისძიების შემეცნებით-გასართობი აქტივობები, თამაშები და წარმოდგენები ოჯახის ყველა წევრზე იქნება გათვლილი.ღონისძიების

გთავაზობთ პროგრამას:
16:00 - 19:00 სთ. 
ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო/გასართობი აქტივობები, თამაშები და საჩუქრები. მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის
17:00 - ოფიციალური გახსნა

ევროკავშირი სვანეთში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართელობის თანამშრომლობით.

22 ივნისს, ევროკავშირი და მისი პარტნიორები ორ ახალ პროექტს იწყებენ, რომლებიც სვანეთში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 
დაესწარით ღონისძიებას და გაიგეთ თქვენ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ!

Share page