Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მოსახლეობის საყურადღებოდ!

29 March, 2020

2020 წლის 29 მარტიდან, სამეგრელო -ზემო სვანეთში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება.

ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც არ ასრულებს საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის რეკომენდაციებს.

გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში. შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან.
ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად გადამოწმდება მათი გადაადგილების მიზნობრიობა. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით.

კვლავ მოგიწოდებთ, რომ დარჩით სახლებში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ იმოძრაოს ქალაქსა თუ სოფლად!

Share page