2021 წლის პირველი სხდომა საკრებულოში

12 February, 2021

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა მიმდინარე წლის პირველი სხდომა.

სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

3. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. მესტიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ.

5.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ.

6.მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღნაგობის უფლებით სს „ნენსკრაჰიდროსთვის“ გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

Share page