გემო ფესტი მესტიაში
13 იანვარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გემო ფესტი გაიხსნა. დაბა მესტიაში სეტის მოედანზე სპეციალურად მოწყობილი სივრცე სვანური კერძების სურნელით აივსო. ამ სივრცეში განთავსებულია გემო ფესტის მონაწილეების 13 ჯიხური, საბავშვო-გასართობი ზონა, გრილ-ბარი, გემო ფესტის მეგობარი ბრენდების სტენდი, ალკოჰოლური სასმელების ბარი და მუსიკალური სცენა. გემო ფესტი 14 იანვარს გვიან ღამით დასრულდება.