Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

კონკურსები

                                                                         თავი IV. უფლების დაცვა
მუხლი 33. საპრეტენზიო კომისია


1. შესაბამისი კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების
განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის
ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და
წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები).
4. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო
კომისიის შემადგენლობაში.
5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს
თავმჯდომარის მოადგილე.
http://www.matsne.gov.ge 01034000010003019913
6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო
უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის
ხმა.
8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო
კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც
ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით,
კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან
(გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების
ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო
დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება
კომისიას.
12. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
გაცნობის შემდგომ.
13. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო
კომისიის წევრთა მონაწილეობით.


                                               მუხლი 34. კონკურსის შედეგების გასაჩივრება


კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების
თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


http://macne.gov.ge 

2023 წლის ნოემბრის თვეში, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოაცხადა ვაკანსია საკრებულოს საოქმო განყოფილების უფროსის პოზიციაზე. კონკურსის ყველა ეტაპი გაიარა და აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა შორენა გვარლიანი.

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმები

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება

ბრძანება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საოქმო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე შორენა გვარლიანის დანიშვნის შესახებ

საკრებულოს საოქმო განყოფილების უფროსის რეზიუმე

-------------------------------------------------------------------------------------------

2023 წლის ოქტომბრის თვეში, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოაცხადა ვაკანსია საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციაზე. კონკურსის ყველა ეტაპი გაიარა და აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა მანონი რატიანი.

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმები

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება

საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი

ბრძანება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე მანონი რატიანის დანიშვნის შესახებ

საკრებულოს აპარატის უფროსის რეზიუმე

-------------------------------------------------------------------------------------------

2018 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოაცხადა ვაკანსია საკრებულოს საოქმო განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის იურისტის პოზიციაზე. კონკურსის ყველა ეტაპი გადალახა და აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმდა - ლევან უდესიანი.

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება

საკრებულოს საოქმო განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურისტი. რეზიუმე