Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

კომისიების გაერთიანებული სხდომა

31 August, 2023

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ეკონომიკის საკითხთა (თავმჯდომარე ბ.ნაკანი) კომისიისა და ურბანული განვითარების (თავმჯდომარე ზ.ფალიანი) კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

 

სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

 1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, ა(ა)იპ - სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისთვის გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ.

4. მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩვაბიანში, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის, სასტუმროს მშენებლობის მიზნით, განაშენიანების დეტალური გეგმისთვის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

 

 შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა გაიმართება ხვალ, 31 აგვისტოს.

Share page