Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

LSG ინდექსის შედეგების მიხედვით მესტიის მუნიციპალიტეტი პირველ ხუთეულში გავიდა

22 November, 2023

LSG ინდექსის შედეგების მიხედვით მესტიის მუნიციპალიტეტი პირველ ხუთეულში გავიდა

ადგილობრივი თვითმმართველობის  (LSG)  ინდექსის საქართველოს მუნიციპალიტეტების 2023 წლის ერთიანი ეროვნული შეფასების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტი პირველ ხუთეულში გავიდა.

LSG ინდექსის შედეგების მიხედვით, ხუთი საუკეთესო მაჩვენებლის  მუნიციპალიტეტია:

  • ფოთი (75%)
  • ამბროლაური (66%)
  • ლაგოდეხი (63%)
  • მესტია (56%)
  • ონი (55%)

LSG ინდექსი წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტების შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებს მუნიციპალიტეტში ღიაობისა და გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების, ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.

მუნიციპალიტეტების შეფასება ორ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. პირველი შეფასება 2017 წელს განხორციელდა, 2023 წელს კი ჩატარდა რიგით მეოთხე ეროვნული შეფასება.

აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი გახდა მოწინავე მუნიციპალიტეტი ინდექსის გაუმჯობესების მაჩვენებელის მიხედვით.

მიღებული შედეგი  მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

მესტიის მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით, სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“  მიერ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში,  განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანი გახლდათ „მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად“. მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა და რეკომენდაციები, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის მესვეურებმა არ დაიშურეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასება განხორციელდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP)  და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

ინდექსის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასებების გზით, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა.

ინფორმაცია LSG ინდექსის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.lsgindex.org

7589c67b-1e40-4ab2-a824-fdc302915067_0.jpeg (1144×1300)

 

Share page