„აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები, ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებს და მოსახლეობას შეხვდნენ.

25 ივნისი, 2018

30 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის სააქტო დარბაზში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები, ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებს და მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, თამარ ბიწაძემ დამსწრე აუდიტორიას მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა.

მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ.

გააზიარე