ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დაბა მესტიაში სანოტარო მომსახურება განახლდა

1 ნოემბერი, 2024

დაბა მესტიაში სანოტარო მომსახურება განახლდა. სანოტარო ბიუროში მოსახლეობას მომსახურებას ნოტარიუსი, ლონდა დოლიძე გაუწევს.

სანოტარო ბიურო განთავსდა, ახალ მისამართზე, დაბის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის უფლებით გადასცა ნოტარიუსთა პალატას.

სანოტარო სერვისების მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბიუროს ოფისს შემდეგ მისამართზე: დაბა მესტია, სეტის მოედანი N19

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:30-16:00 სთ. (შესვენება 13:30-14:00 სთ.)

ტელ: +995 595 521 900
ელ.ფოსტა - ldolidze@notary.ge

გთავაზობთ კანონმდებლობით გაწერილ ძირითად სანოტარო მოქმედებებს:
1. ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;
ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას;
გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;
დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;
ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;
ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;
ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;
მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;
ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;
ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;
პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს;
ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს;
რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას;
ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს;
ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.
2. სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით გასცემს სამართლებრივ კონსულტაციას პირის მოთხოვნით და ადგენს დოკუმენტების პროექტს;
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან;
4. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს;
5. ნოტარიუსი შეიძლება იყოს მედიატორი სანოტარო მედიაციის განხორციელების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

გააზიარე