#დაინახეყველაფერი - მესტიაში

16 ივლისი, 2020

დაინახე ყველაფერი კამპანიის ფარგლებში სეტის მოედანზე საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. კამპანია ეხმარება შშმ ადამიანებს მათი უნარების გამოვლენაში და უპირისპირდება საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა თუ სტერეოტიპებს.

საზოგადოებაში და მომავალ თაობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოეწყო საინტერესო ინსტალაცია თამაშები. ვიქტორინასა და ბლიც ორთაბრძოლებში პატარებმა ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ანიმატორებმა მოაწყვეს მხიარული მარში, ასევე მოხატეს ფერადი სტენსილები. მონაწილეებმა სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებას უძღვებოდა ყველასთვის საყვარელი არტისტი, ნატა მურვანიძე.

მესტიის დღის ცენტრის ბენეფიციარებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოაწყვეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და წარმოადგინეს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მონაწილეობით.

საკმაოდ სახალისო, ემოციური და შემეცნებითი დღე ნამდვილად იქნება დიდი ნაბიჯი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

გააზიარე