დეპუტატების შეხვედრა ეცერის, ფარის და ლახამულის საბავშვო ბაღების გამგეებთან

23 სექტემბერი, 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა კულტურის საკითხებში მერის თანაშემწესთან ერთად ეცერის, ფარის და ლახამულის ტერიტორიული ერთეულების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ბიბლიოთეკები და ფარის სპორტული ცენტრი დაათვალიერეს. მათ ადგილზე შეისწავლეს და ჩაინიშნეს ყველა ის პრობლემა რაც აღნიშნულ დაწესებულებებში დახვდათ. ყველა საკითხის გაცნობის შემდეგ, უახლოეს დღეებში დეპუტატები ჩანიშნულ ყველა პრობლემას შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავენ და მოგვარების გზებს დასახავენ.

გააზიარე