ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

განცხადება გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

30 სექტემბერი, 2024

გაცნობებთ, რომ 27 აგვისტოს შპს ,,აი ჯი ენერჯიმ" სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა მესტიის მუნიციპალიტეტში მდ. მულხურაზე 40.2 მგვტ სიმძლავრის „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება.

აღნიშნული პროექტის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

⇒ 10 ოქტომბერს 12:00 საათზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში

⇒ 10 ოქტომბერს 15:00 საათზე მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ადმინისტრაციული ერთეულის  N1 საჯარო სკოლის შენობაში

⇒ 11 ოქტომბერს 11:00 საათზე მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის ადმინისტრაციული ერთეულის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში. 

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. 

გააზიარე