კონკურსი ,,საქართველოს მოხალისე" საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

25 ივნისი, 2018

 13 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულში, ხე–ტყით სარგებლობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მთავრობის წევრებმა მოსახლეობას კონკრეტული გეგმები წარუდგინეს, რაც უკავშირდება როგორც ხე–ტყის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას და წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობის ლეგალური ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე ტურიზმის განვითარებას და ამ კუთხით მოსახლეობის მხარდაჭერას.


შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივებმა მთავრობის წევრებს გააცნეს ის საკითხები, რომელთა გადაჭრა მოკლევადიან პერიოდში არის საჭირო.
შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია და საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

 

გააზიარე