მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება
7-8 დეკემბერს, USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის „საკრებულოს საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“-ს ფარგლებში ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი თემაზე „მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება“. ტრენინგი ჩატარდა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენლები. ტრენინგს უძღვებოდა - პოლიტიკის ექსპერტი, პროფესორი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი - ნანი მაჭარაშვილი.
USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციისა და საჯარო რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.