ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი - კაპიტონ ჟორჟოლიანი.

ტელეფონი:  +995 577 92 06 00

ელ.ფოსტა:   kakhaber77@gmail.com

დაბადების თარიღი:  დაბა მესტია,  11.01.1977 წელი.

ჯახური მდგომარეობა:  დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

 

 

განათლება/კვალიფიკაცია: 

1993 წ. -  დაამთავრა მესტიის N1 საშუალო სკოლა;

1993-1998 წ. - ქ. თბილისის შრომის და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო–სასწავლო ინსტიტუტი, ფაკულტეტი - წარმოების ორგანიზაცია და მართვა,  კვალიფიკაცია - ეკონომისტი.

სამუშაო გამოცდილება:

1998 – 1999 წწ. - მესტიის რაიონის გამგეობის ად მინისტრაციული შენობის მენეჯერი;

1999 – 2000 წწ. - მესტიის რაიონის  გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი;

1999 – 2000 წწ. - მესტიის რაიონის N47 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი;

2000 – 2002 წწ. - მესტიის რაიონის N47 საოლქო საარჩევნო კოპმისიის თავმჯდომარის მოადგილე;

2000 – 2005 წწ. - მესტიის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

2002 – 2006 წწ. - მესტიის  N47 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

2006 – 2010 წწ. - მესტიის რაიონის  N47  საოლქო საარჩევნო კომისიის  წევრი;

2007 – 2010 წწ. - სააქციო საზოგადოება  მიკრო საფინანსო ორგანიზაცია  „კრისტალი“ –ს ზუგდიდის ფილიალის მესტიის სერვის ცენტრის სესხის–ოფიცერი;

2010 - 2012 წწ. - ი/მ „კაპიტონ ჟორჟოლიანი“ ელექტრონული ნახაზების შედგენა;

21.11.2012 წწ. - ოქტომბერი, 2017 წ. – მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

13.10.2017 წ. - დღემდე -  მესტიის მუნიციპალიტეტის მერი.

მერის უფლებამოსილება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 54. მერის უფლებამოსილება
1. მერი:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის
სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის
დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული
ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის
თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის
მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის
თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის
პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“,
„ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ
კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან
თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის,
სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული
პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების
დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო
მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების
შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს,
აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის
შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის
მოთხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს
რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ
სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია
დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ
სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს
მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი
ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად
წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების
პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო
წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ
ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი
დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის
თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით
განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების,
ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
აქტებით დადგენილი წესით;

გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის
შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების
შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით
იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის
შესახებ;
დ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს:
შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების,
რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო
სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში
გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის
შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი
ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ
სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების
პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის
უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.დ ​1 ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით დებს ხელშეკრულებას
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი)
ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით
გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით
გადაცემის შესახებ;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია
გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით
მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი
პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია
გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული
ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების)
შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური

და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული
პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით
იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი)
ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას,
მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს
მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და
პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების
გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის
შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების
მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
დ.მ) ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ    უფლებამოსილებებს;  
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და
შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური
ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით
უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ
კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს
შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების,
სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის
დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად
წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და
განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და
პროექტებს;

ე.დ ​1 ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად
წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმას;
ე.დ ​2 ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად
წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ  ქარსაფარი
(მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე სპეციალური
დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილებას;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების
შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად
ქმნის სათათბირო ორგანოებს, მათ შორის, საბჭოებს, კომისიებს და სამუშაო
ჯგუფებს;
ე.ვ ​1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის
წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით,
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
დანიშნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება
განისაზღვრება მერიის დებულებით.
3. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მის საქმიანობაში ჩარევა
დაუშვებელია.