საინფორმაციო შეხვედრა შეღავათიან აგროსესხებთან დაკავშირებით

28 იანვარი, 2021

დღეს, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო ფოლკლორის თეატრში შეღავათიანი აგროსესხების გაცემის თაობაზე ჩატარდა შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. შეხვედრას უძღვებოდნენ ბაზისბანკის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების გენერალური მენეჯერი დიმა არახამია და ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერი ირაკლი გოგიშვილი.

სახელმწიფო პროგრამა შეღავათიანი აგროსესხის გაცემის თაობაზე მოსახლეობას საშუალების მისცემს აგროკრედიტის მეშვეობით განავითაროს ბიზნესიდეები შემდეგი კუთხით: სასუქების, შხამქიმიკატების და სათესლე მასალის შეძენა, არასანაშენე პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა, ფერმისა და მეურნეობისათვის საჭირო

შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაფინანსება, საჭირო დანადგარების და ინვენტარის შეძენა, სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებელი ხარჯების დაფარვა და ა. შ.

ცნობილია, რომ ბაზისბანკი აქტიურად მონაწილეობს მთავრობის მიერ ინიცირებულ ისეთ სასარგებლო პროექტში, როგორიცაა ,,აწარმოე საქართველო".

აღნიშნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზარდოს აგროსესხების პორტფელიოს მოცულობაც, რისთვისაც შეიმუშავა დაფინანსების შიდა პოლიტიკა და მზად არის მოემსახუროს მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელს როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე აგროსესხის დამტკიცებით.

შეხვედრა ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ აგროსესხების მიმართულებით მათთვის საინტერესო ყველა დეტალთან დაკავშირებით.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში. რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

გააზიარე