საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დოკუმენტის საჯარო განხილვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 20 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში.
ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
- ·2023 წლის 1 დეკემბერი, 11:00 საათი, ქ. თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობა, III სართული, ოთახი #301 (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N1) (ჰიბრიდული ფორმატი) https://deloitte.zoom.us/j/91920356434?pwd=QzFiNlE0RnJ3Y1dyVWJkL1M2blJQZz09#success)
- 2023 წლის 15 დეკემბერი, 16:00 საათი, ონლაინ ფორმატში - https://deloitte.zoom.us/j/92234395643?pwd=WjJQTis1UDdwcFB0NU85djVtaFJCUT09#success
დასწრება შესაძლებელი იქნება Zoom -ის პლატფორმის გამოყენებით.
სგშ ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ სგშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4