საკრებულოს აპარატი
პრესცენტრის განყოფილების უფროსი - ირმა ჯაჭვლიანი - 599-85-55-45 - irmajachvliani1968@gmail.com
პრეს ცენტრის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - ნინო ნაკანი - 595-08-95-09 - ninonakani15@gmail.com
პრესცენტრის განყოფილება
1. განყოფილება ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) საკრებულოს საქმიანობის ამსახველი ანგარიშების, პრესრელიზების მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობათა პიარის დაგეგმვა და
განხორციელება;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის საჯარო გამოსვლების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
დ) პრესკონფერენციების მოწვევისა და გამართვის უზრუნველყოფა;
ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების საკრებულოში აკრედიტაცია;
ვ) საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირება, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება, ვებგვერდისა და
საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
ზ) კომუნიკაცია და ურთიერთობა საქართველოსა და უცხოეთის თვითმმართველობის
ინსტიტუციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
თ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო
ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების
გაშუქება და გამოქვეყნება.
საოქმო განყოფილების უფროსი - შორენა გვარლიანი - 595-33-03-79 - shorenagvarliani@gmail.com
საოქმო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - მზია ნიგურიანი - 599-85-55-18 - mzia.niguriani@mail.ru
საოქმო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - გვანცა ფალიანი - 599-45-49-33 - gvancapaliani@gmail.com
საოქმო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - ლევან უდესიანი - 591-08-89-21 - l.udesiani1991@gmail.com
საოქმო განყოფილება
ა) უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისა და თანამდებობის პირების, მოქალაქეების, ფიზიკური და იურიდიული პირების
განცხადებების, მომართვების, საჩივრების და სხვა კორესპონდენციის მიღებას დარეგისტრაციას;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოხელეთა პირადი საქმეების
სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;
გ) აფორმებს აპარატის მომსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებში
გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;
დ) აწარმოებს საკრებულოს სხდომების, კომისიის სხდომებისა და ფრაქციის სხდომების ამსახველ
საოქმო ჩანაწერებს;
ე) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას,
შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სახელზე შემოსული
წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტირებას,
სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის
გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;
ზ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანანმდებობის პირების
დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის განსახილველად
გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;
თ) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ
გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას, მიღებული
დადგენილებების დროულად მიწოდებას შემსრულებლებისადმი და შესრულების კონტროლს;
ი) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა
და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;
კ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ
საკითხთა შესრულებას;
ლ) ახდენს საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციას და კოდიფიცირების წარმოებას.
საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მიღებული აქტების გამოქვეყნებას;
მ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულს სხვა
უფლებამოსილებებს;
ო) უზრუნველყოფს საკრებულოს დადგენილებების განთავსებას „საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით
ორგანოში;
პ) საკრებულოს თავმჯდომარის, თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების
http://www.matsne.gov.ge 01026002035103016264
უფროსების იურიდიული კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ჟ) საკრებულოში შემუშავებული და საკრებულოში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების,
ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა წარმოების ოქმების და
სხვა დოკუმენტების სამართლებრივი შემოწმება და ექსპერტიზა; მოქმედ კანონმდებლობასთან და
მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის შესახებ სამართლებრივი დასკვნებისა
და რეკომენდაციების მომზადება;
რ) ზედამხედველობის წესით შემოსული დასკვნებისა და შენიშვნების შესწავლა და საკრებულოს
კომისიებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
ს) საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სახელმწიფო ურთიერთობებში,
ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ტ) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან ურთიერთობისას საკრებულოსათვის
სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
უ) სხვა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საკრებულოს იურიდიულ მომსახურებასთანაა
დაკავშირებული.
საორგანიზაციო განყოფილების უფროსი - დილვარდისა ჯაფარიძე - 599-85-55-17 -
საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი - ნელი ფარჯიანი - 595-05-49-16
საორგანიზაციო განყოფილება
ა) ანხორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საკრებულოს დროებითი
სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების
სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ
რეგისტრაციას;
გ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას
და დარიგებას;
დ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული
უფლებამოსილების განხორციელებაში;
ე) აპარატის უფროსთან ერთად ადგენს საკრებულოს საქმიანობის მიმდინარე ხარჯების მოცულობას,
საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების დოკუმენტაციას და მათ წარუდგენს ბუღალტერიას;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას, ახორციელებს საკრებულოს
შენობის კომუნიკაციური საშუალებების გამართულობას, საოფისე, საკანცელარიო, სატრანსპორტო და
სამივლინებო საკითხების ორგანიზებას;
ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის
ჩატარებას, ხმების დათვლას;
თ) ორგანიზაციას უწევს მოსახლეობასთან საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს
წევრების შეხვედრებსა და მონაცემებს გადასცემს საზოგადოებასთან, პრესასთან და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;
ი) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო
გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების
დაცვას;
კ) ახორციელებს საკრებულოს გასვლითი სხდომების საორგანიზაციო-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ლ) ასრულებს სხვა სახის საორგანიზაციო-ტექნიკურ საქმიანობას, რომლებიც დაკავშირებულია
საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელებასთან.