slot togel bandar togel online საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა გრძელდება - მესტიის მუნიციპალიტეტი
ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა გრძელდება

21 ნოემბერი, 2023

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი, განსახილველად საკრებულოში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შემოვიდა. მერის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნებულია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე: mestia.gov.ge მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mestia.gov.ge/ge/node/1601/ საკრებულოს კომისიებში ბიუჯეტის განხილვის გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mestia.gov.ge/…/sakrebulos-komisiebis-gaertianebuli…

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს და განხილვებზე დასწრება თავისუფალია.

ბიუჯეტის განხილვის პროცედურა და ვადები: მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, მერის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი. რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არა უგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მერს. მერი ვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი. შენიშვნები და წინადადებები, რომელიც წარდგენილი იქნება საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, არ იქნება გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მომავალი წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.

გააზიარე