სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველი დასახლების საერთო ხვალ, ხაიშის თემში გაიმართება

23 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის პირველი დასახლების საერთო გაიმართება ხვალ, 24 თებერვალს, ხაიშის ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობდა საპროექტო განაცხადების მიღება. სულ შემოვიდა 42 საპროექტო წინადადება. აღსანიშნავია, რომ განაცხადების მიღების მსგავსი ფორმა, წელს პირველად განხორციელდა. მიღებული საპროექტო წინადადებების საფუძველზე, მერიის შესაბამისი კომისია ადგენს დასახლების საერთო კრებაზე განსახილველი საპროექტო წინადადების ჩამონათვალს.

შემოსული პროექტები, ხმათა უმრავლესობით აირჩევა თქვენი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე. იმისთვის რომ თქვენმა სასურველმა პროექტმა მოაგროვოს მეტი ხმა, იმ სოფელში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია მივიდეს კრებაზე და გამოხატოს თავისი ნება ღია კენჭისყრით.

შემოსულ საპროექტო განაცხადს, ავტორი თავად, ან მისი უფლებამოსილი პირი წარადგენს, რომლისთვისაც მას მიეცემა 10 წუთი, რის შემდეგაც ნებისმიერ დამსწრე პირს მიეცემა საშუალება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება.

იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული სოფლიდან არ შემოვა არცერთი საპროექტო წინადადება, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, მოსახლეობის საჭიროებების წინასწარი შესწავლის საფუძველზე, დასახლების საერთო კრებისათვის თავად მოამზადებს განსახილველ ერთ ან რამდენიმე საპროექტო წინადადებას, რომლიც დადგენა მოხდება დასახლების საერთო კრების ღია კენჭისყრაზე.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლების საერთო კრებები ჩატარდება წინასწარ განსაზღვრული  გრაფიკის შესაბამის შესაბამისად.

გააზიარე