Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა:

უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში შესაბამისი კომისია  შეისწავლის მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თითოეული უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის შემადგენლობას,  სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას,  უსახლკარობის გამომწვევ  მიზეზებსა  და გარემოებებს. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იქნება და  უპირატესობა მიენიჭება  უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით - სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ვეტერანებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, მათ არასრულწლოვან შვილ(ებ)ს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. 

წარმოდგენილი დოკუმენტაციისა მიხედვით კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში , მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე  აუშენებს  კოტეჯის ტიპის საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელი სახლის ფართობი განისაზღვრება სულადობის მიხედვით.

უსახლკარო ოჯახის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობის შესწავლა ხდება, მესტიის მუნიციპალიტეტის  მერიის  შესაბამისი კომისიის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასებით, რის საფუძველზეც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდება  უსახლკარო ოჯახებისთვის  კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლების პროექტირებისა და მშენებლობის შესყიდვა :

უსახლკაროდ  დარჩენილი მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი წესის თანახმად დამტკიცებულ ყველა კრიტერიუმს, მათ შორის, რეგისტრირებული უნდა იყოს  მესტიის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ამავე ტერიტორიაზე უნდა ფლობდეს   მიწის ნაკვეთს (მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებს სამშენებლო პირობებს).