მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა
სახელი/გვარი: ირაკლი მიქიანი
დაბადების თარიღი: 03.11.1995
ტელეფონი: +995 571 051 686
მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი N1
ელ. ფოსტა: mikiani@mestiayouth.org
განათლება:
- მიმდინარე - საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- 2013 წ. - 2017 წ. - მართვისა და ფინანსების ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამუშაო გამოცდილება:
- 2022 წ. - დღემდე - დირექტორი, ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა“
- 2022 წ. - მერის მრჩეველი ეკონომიკისა და ტურიზმის საკითხებში, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
- 2018 წ. - 2022 წ. - ერთიანი კავკასიის საერთაშორისო პროგრამისა და ფესტივალის დირექტორი საქართველოში
- 2019 წ. - 2022 წ. - დირექტორი, საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“
- 2017 წ. - 2018 წ. - ერთიანი კავკასიის საერთაშორისო პროგრამისა და ფესტივალის მენეჯერი
ორგანიზაცია: ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა“
საიდენტიფიკაციო კოდი: 435896176
სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 16.11.2022
დასაქმებულთა რაოდენობა: 7
ტელეფონი: +995 571 051 686
იურიდიული მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი N1
ელ. ფოსტა: contact@mestiayouth.org
საქმიანობის სფერო:
- მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება/ადვოკატირება;
- მესტიის ახალგაზრდული სტრატეგიის განვითარება და აღსრულება;
- მესტიის მუნიციპალიტეტში ჰარმონიული გარემოს და პოზიტიური სტიმულების შექმნა ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერებისთვის;
- მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ახალგაზრდებში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებისა და ღირებულებების გაძლიერება;
- მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდების დაინტერესება ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობით და მათი მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა;
- მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომელიც უბიძგებს მათ გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი სრულად და გამოიყენონ ადგილობრივი განვითარებისთვის;
- მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი აქტიურ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება;
- ახალგაზრდებში ნარკომანიის და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა;
- ახალგაზრდებში ხარისხიანი ფორმალური, შემოქმედებითი და სამხატვრო განათლების მიღების ხელშეწყობა;
- ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული სფეროს განვითარებას და მუნიციპალიტეტში კულტურული გარემოს სტიმულირებას;
- მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ინოვაციებზე ფოკუსირებით განვითარების შესაძლებლობების შექმნა;
- მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდების ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
- მესტიის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა;
- მესტიის მუნიციპალიტეტში მდგრადი განვითარების, კარგი მმართველობის, მეწარმეობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების, ინოვაციების, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება და მხარდაჭერა.
ანგარიში