მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში
უშგული:
მობ: +995 555 01 11 13
ელ.ფოსტა:
მის: უშგული, სოფ. მურყმელი
კალა:
გიორგი გამყრელიძე
მობ: +995 577 35 89 55
ელ. ფოსტა: datogamkrelidze123@gmail.com
მის: კალა, სოფ. დავბერი
იფარი:
ვიქტორ ხვისტანი
მობ: +995 568 69 67 38
mariamjachvliani@gmail.com
იფარი, სოფ. ბოგრეში
წვირმი:
მობ: +995 598 93 62 00
simonpirckheliani@gmail.com
მის: წვირმი, სოფ. წვირმი
მულახი:
სოსო ზურებიანი
მობ: +995 599 85 55 46
ელ.ფოსტა: zurebianivaso@gmail.com
მის: მულახი,
მესტია:
ჯეირან ჯაფარიძე
+995 591 44 75 00
jafaridzejeiran@gmail.com
ლენჯერი:
მურთაზ გულედანი
+995 591 44 74 86
guledanimurtaz54@gmail.com
ლატალი:
თენგიზ ფარჯიანი
+995 591 05 91 88
ცხუმარი:
თამაზ სუბელიანი
+995 599 85 55 64
ბეჩო:
სიმონ არღვლიანი
+995 599 42 47 78
qortvebish@gmail.com
ეცერი:
ომეხ ხორგუანი
+995 591 08 89 12
xorguaniomex@gmail.com
ეცერი, სოფ. ქურაში
ფარი:
+995 599 85 55 41
jeiran.rezesidze7@gmail.com
ნაკრა:
თენგიზ გვარმიანი
+995 599 55 47 82
tengogvarmiani@gmail.com
ნაკრა, სოფ. ლენკვაში
ლახამულა:
მანუჩარ ჭკადუა
+995 551 50 48 90
manucharchkadua@gmail.com
იდლიანი:
ბეჟან ჭკადუა
+995 599 85 55 36
zumadzev@gmail.com
ჭუბერი:
გიორგი ჩხეტიანი
+995 599 05 44 48
zukachkhetiani@gmail.com
ხაიში:
ოთარ ჭკადუა
+995 599 85 55 37
otarchkadua30@gmail.com
მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში: (იხ. ბმული)
მერის წარმომადგენლის ფუნქციები
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25,
2017 წლის 22 ნოემბერი
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება
მუხლი 11. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება
1. მერი თემებისა და სოფლების თვითმმართველ (ადმინისტრაციულ) ერთეულებში,
ადგილობრივი საკითხების რეგულირებისა და მოსახლეობის პრობლემების დროულად
და ეფექტურად გადაჭრის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს თავის წარმომადგენელს,
რომელიც არის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურე.
2. წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სათემო ან სასოფლო
ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე დებულებით.
3. მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;
ბ)აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ
ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების
მიმდინარეობის შესახებ;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული
პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა სახის მონაცემებისა და მერის დავალებით
მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას;
ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და
სახალხო განხილვების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს
სამუშაო ჯგუფის (ჯგუფების) შექმნის თაობაზე;
ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების
მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;
თ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების,
კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს
შესაბამის ორგანოებს;
ი) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო
სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების,
დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო
თავდაცვის ორგანიზების საკითხებში, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელშეწყობის
მიზნით;
კ) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:
კ.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;
კ.ბ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ლ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით
ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ,
დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის
დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის
შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში
პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე
ფაქტების დასადგენად;
მ)ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „საჯარო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამმოცემისთვის ყველა საჭირო ღონისძიებას. ხელს უწყობს „მიწის ნაკვეთებზე
უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს და წარმოადგენს აღნიშნული კანონის
ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს.
ნ) ასრულებს მერის სხვა დავალებებს