მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა
მუნიციპალიტეტის შესახებ
მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა
გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილია 4 ნაწილად (ველად). I - მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) შუბოსანი, ვერცხლის ფარიანი, ქვეითი წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით თავზე.
I I - ლაჟვარდოვან ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ვერძის ტყავი.
I I I - ველი გადაკვეთილია ვერცხლის ტეხილით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს დათვი აღჭურვილი წითელი ენით, ხოლო ზედა ნაწილი ლაჟვარდის ფერია.
I V - ნაწილის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის სახლი და კოშკი, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ოქროს კვერთხი, ხოლო მარცხნივ - ზეაღმართული ოქროს ხმალი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „მესტია“.