ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 +(995) 599 85 55 25 მიმდინარეობს საიტის განახლება
პროგრამები
სერვისები

სარეაბილიტაციო ცენტრის პროგრამა

ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ადმინისტრირების ქვეშ არსებული

კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის

2023 წლის თანადაფინანსების პროგრამა

 

ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  ადმინისტრირების ქვეშ
არსებული „კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი“ ემსახურება მესტიის
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვს/ზრდასრულს და მარტოხელა ხანდაზმულ პირებს. სარეაბილიტაციო ცენტრში
ფუნქციონირებს დღის ცენტრის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის, შინმოვლისა და ადრეული
განვითარების პროგრამები.
 

პროგრამები:


დღის ცენტრი - 6-დან 18 წლამდე ასაკის საშუალო და მსუბუქი ინტელექტუალური სფეროს
დარღვევის, ასევე, ქცევითი დარღვევით გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსის მქონე ბენეფიციარებისთვის დღის ცენტრის მომსახურების შეთავაზება
ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებისთვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა
იყოს 3 საათზე ნაკლები; სამიზნე ჯგუფის საჭიროებების (ფსიქიკური, შემეცნებითი,
ემოციური, ფიზიკური) გამოვლენა და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვა ასაკობრივი და
ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო
და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა. სერვისის მიწოდების
დროს ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელიც არის სტანდარტის შესაბამისად სამი
კომპონენტის შემცველი.
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი გულისხმობს სამიზნე ჯგუფის ბავშვთა
სპეციფიკურ რეაბილიტაციას, აბილიტაციას, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას,
ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას,
საცხოვრებლის უზრუნველყოფით (სარეაბილიტაციო კურსის გავლის პერიოდში, 10 დღის
მანძილზე).
ზრდასრულების (18 წელს და ზემოთ მყოფი პირები) რეაბილიტაციის სერვისი გულისხმობს
ფიზიოთერაპევტისა და ფსიქოლოგის მომსახურების შეთავაზებას. არსებული სერვისი, ასევე
მოიცავს საცხოვრებლით უზრუნველყოფას (სარეაბილიტაციო კურსის გავლის პერიოდში, 10
დღის მანძილზე).
შინმოვლის სერვისი გულისხმობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს,
აგრეთვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზიაციის მიზნით, მისი
ძირითადი მომვლელის/მზრუნველის საექთნო და პაციენტის მოვლისთვის აუცილებელი
უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებაზე ზრუნვას, ამასთანავე პირველადი კვების პაკეტებითა

და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას (მოთხოვნიდან გამომდინარე
ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა 35-მდე, შესაბამისად პროგრამას გამართული
მუშაობისთვის ბიუჯეტში დაემატა 23000 (ოცდასამი ათასი) ლარი).

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისი გულისხმობს შეზღუდული
შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების
სტიმულირებას, კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების
ხელშეწყობას, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვასა და
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერებასა და მიტოვების

პრევენციას. ასევე, მათი მშობლების განათლებასა და გაძლიერებას ბავშვის აღზრდა-
განვითარების სფეროში.