Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ შეხვედრა გაიმართა

7 August, 2019

5 აგვისტოს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, მოძრაობის “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ხელმძღვანელი გიორგი ახმეტელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებს და შშმ პირთა საკითხით დაინტერესებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია „არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი“ (ASB) - ASB საქართველოსთან ერთად, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ (AEE) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.
გიორგი ახმეტელმა დეტალურად ისაუბრა ახალი კომპონენტის სერვისის განხორციელებაზე, რაც გულისხმობს შშმ პირის მომზადებას ადგილობრივი შშმ პირების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ შშმ პირის სტატუსის მოპოვება და ჩვენს ქვეყანაში არსებული სერვისებით სარგებლობა. პროექტის ფარგლებში შეირჩა ადგილობრივი შშმ სტატუსის მქონე პირი „აგენტი“ რომელიც ადგილობრივ შშმ პირებს და მათ ოჯახებს მიაწვდის ინფორმაციას ადგილობრივი სერვისების შესახებ, ასევე მოახდენს მათი პრობლემების ინიცირებას შესაბამის სამსახურებთან თუ ორგანიზაციებთან.
მოძრაობის ხელმძღვანელმა ისაუბრა ასევე ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობისა და შშმ საკითხებზე მომუშავე საბჭოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

Share page