Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო

20 May, 2020

დღეიდან,  სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება დაიწყო.

20 მაისიდან, „აგროდიზელით ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით) ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაცია ცენტრებში; (მესტიის მუნიციპალიტეტის  მერია, პირველი სართული.)

27 მაისიდან ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გადაცემა. პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეძენა დაახლოებით 1 ლარამდე ნაკლებ თანხად არის შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.

ფერმერებს, რომლებსაც მიწა რეგისტირებული აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ლიბერთი ბანკის პლასტიკურ ბარათებზე დაერიცხებათ ქულები, 1 ჰა- 200 ლარი, 0.25 ჰა- 50 ლარი, რომლითაც მივლენ სპეციალიზირებულ მაღაზიებში და შესძლებენ შეისყიდონ სასოფლო სამეურნეო საქონელი, 1 ქულა = 1 ლარს.

ბარათის ასაღებად ფერმერმა უნდა მიმართოს 20 მაისიდან  სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს. სს „ლიბერთი ბანკი“ ფერმერს უსასყიდლოდ დაუმზადებს და გადასცემს ბარათს. დარიცხული ქულების რაოდენობის გადამოწმება ფერმერს/ბენეფიციარს შეეძლება ლიბერთი ბანკის ცხელ ხაზზე (2555500) ან ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანით  www.myliberty.ge

ბარათზე დარიცხული ქულებით 0.25 ჰა და 1.25-მდე მიწის ფართობის მფლობელებს/თანამესაკუთრეებს სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეეძლებათ შეისყიდონ სასუქები, მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მაისი.

დეტალური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/Page/AntiCrisisPlan

Share page