Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

8 May, 2023

2 მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის, ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მერებმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და ერჯუმენთ შაჰინ ჩერვათოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიხედვით ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტი ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის და სოციალურ სფეროებში ითანამშრომლებენ.

დაძმობილებული მუნიციპალიტეტების მხრიდან მოხდება გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები.

დამეგობრების ცერემონიალი მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო თეატრში, საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, მაყურებლის წინაშე წარსდგა ფინდიქლის მუნიციპალიტეტის ქალთა ანსამბლი და მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“.

სტუმრების მხრიდან წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ასევე ქართული ფოლკლორული ნომრები.

აღსანიშნავია რომ ფინდიქლის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ლაზებიც იყვნენ.

თეატრის საგამოფენო სივრცეში ფინდიქლის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოეწყო ფოტო გამოფენა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.

Share page