Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა იწყება

24 June, 2023

მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინა "სოფლის განვითარების სააგენტოს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ქვარაიამ.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა) ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამამუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნეს იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 

პროგრამით თანადაფინანსების თანხა შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. 

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მიმართოთ სოფლის განვითარების სააგენტოს მესტიის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრს ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 

599 08 10 03 - გიორგი იოსელიანი

ონლაინ განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://rda.gov.ge/programs/entrepreneurial-activity-mountainous-regions

Share page