Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

16 July, 2023

12 ივლისს, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში, ყველასთვის საყვარელი მსახიობის და სახალხო არტისტის, ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

 

წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიცია „მე ვარ დედა ენა“, სადაც მონაწილეობა სვანეთის მოსწავლე-ახალგაზრდებმა მიიღეს. ამ იდეის ავტორები და ხელმძღვანელები გახლავთ ლეო ფილფანის შვილიშვილი, ნიჭიერი მსახიობი, ნინო ფილფანი და მწერალი და დრამატურგი, ნინო სადღობელაშვილი. 

 

სახალხო არტისტის, ლეო ფილფანის იუბილე გასულ წელს პირველად აღინიშნა, სადაც წარმოდგენილი იყო კახაბერ შარტავას პერფორმანსი „რადგან ყველა ომი ტყუილია“. წარმოდგენაში მონაწილეობა მსახიობ ნინო ფილფანთან ერთად ადგილობრივმა ახალგაზრდებმაც მიიღეს. 

 

მას შემდეგ გაჩნდა იდეა ეს დღე დამკვიდრებულიყო და ამ დღის ღონისძიებაში აუცილებლად ადგილობრივ თაობას მიეღო მონაწილეობა, ამისთვის აღნიშნული პროექტის იდეის ავტორებმა, 1 ივლისისდან 11 ივლისის ჩათვლით ჩაატარეს მასტერკლასები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, რაც მოიცავდა წერითი და მეტყველების უნარების დაუფლებას.

 

ღონისძიება მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.

Share page