Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)
სხვა
მოქალაქეს

სვანეთის ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაცია

სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

 

ტურიზმის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა (5 წლის პერსპექტივა) წარმოადგენს სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული ქმედებების „გზამკვლევს“. სამოქმედო გეგმაში ასახულია ცალკეული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებების ჩამონათვალი, აქტივობის მოკლე განმარტება, განმახორციელებელი და მხარდამჭერი სუბიექტები, დროის პერიოდი და სავარაუდო ბიუჯეტი. ​ სტარტეგიული ხედვა ეფუძნება ურთიერთგაზიარებულ ღირებულებებსა და საერთაშორისო ტენდენციებს, ხედვის რეალიზაციისათვის წარმოდგენილია 5 სტრატეგიული მიზანი, ხოლო ცალკეული მიზნის მისაღწევად შემოთავაზებულია 45-მდე კონკრეტული პრიორიტეტული ქმედება და 122 ცალკეული აქტივობა. ასევე შემოთავაზებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მონიტორინგისთვის საჭირო ინდიკატორები. ამ პროცესში სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს შორის. სხვადასხვა კონკრეტული ქმედების განხორციელება მოითხოვს საჯარო, კერძო, სათემო, სამეცნიერო თუ კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ ძალისხმევას, რისთვისაც აუცილებელი სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება და რესურსების (ადამიანური, ფინანსური, ადმინისტრაციული) ოპტიმალური გამოყენება. ​ სვანეთის DMO „შანლენდი“ უნდა გახდეს მსგავსი თანამშრომლობის კატალიზატორი და უზრუნველყოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ქმედებების ინიცირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი უშუალოდ განხორციელება. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული მნიშვნელობის პროექტების შესახებ ინფორმირება (მაგალითად როდესაც საკითხი ეხება ინფრასტრუქტურასა და საჯარო სერვისებთან წვდომას) და დონორ ორგანიზაციებთან მუდმივი საქმიანი კავშირის შენარჩუნება, რათა პროგრამული ამოცანები მაქსიმალურად ეფექტურად იქნას გამოყენებული. ​ სამოქმედო გეგმის ცხრილები ე.წ. „მატრიცები“ ასახავენ სტრატეგიულ მიზნებს და ამ მიზნის მისაღწევად შემოთავაზებულ ქმედებებს და კონკრეტულ აქტივობებს. თითოეული ქმედება წინასწარ განმარტებულია დოკუმენტში და მხოლოდ ამის შემდგომ არის წარმოდგენილი ცხრილის სახით, სადაც კომპაქტური ფორმით მოცემულია ცალკეული ქმედება, ქმედების განმახორციელებელი ორგანიზაცია, სავარაუდო დრო და ბიუჯეტი. ​ DMO - ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია GNTA - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია MDF - მუნიციპალური განვითარების ფონდი MoCSY - სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო MoESD - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო MoIA - შინაგან საქმეთა სამინისტრო MTA - მთის ტრასების სააგენტო NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია RDA - კურორტების განვითარების სააგენტო SRD - გზების სახელმწიფო დეპარტამენტი SWMC - მყარი ნარჩენების მართვის კომპანია LSG - ადგილობრივი ხელისუფლება UWSC - წყალმომარაგების სერვისების გაერთიანებული კომპანია

Share page