ალკას მუზეუმის წარმომადგენლები მესტიას ესტუმრნენ
მესტიის მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან არის დამეგობრებული ქალაქ ტელშაიასთან, რომელიც ლიეტუვას ჩრდილო-დასავლეთ მხარეში მდებარე ტელშაიას რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
წლების მანძილზე არაერთი აქტივობა, ურთიერთ ვიზიტები, გამოცდილებების გაზიარება და სხვა საინტერესო პროექტები განხორციელდა ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის.
ამჯერად, სვანეთის ისტორიის მუზეუმს, სვანეთის ისტორიისა და კულტურის გაცნობის, ასევე, თავიანთი კულტურის ჩვენთვის გაზიარების მიზნით, ესტუმრენ ალკას მუზეუმის წარმომადგენლები ლიეტუვადან.
სტუმრობის მიზანია ასევე თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება სვანეთის მუზეუმსა და ალკას მუზეუმს შორის, რაც
კიდევ მეტად გააფართოებს კულტურულ ურთიერთობებს ორ ქვეყანას - საქართველოსა და ლიეტუვას შორის.
საზოგადოებას საშუალება ექნება ესტუმროს სვანეთის მუზეუმს და დაათვალიეროს სტუმრების მიერ წარმოდგენელი მედალიონების ნიმუშები.