Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

წვირმიში ახალი საჯარო სკოლა აშენდება

19 February, 2019

მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში, ახალი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. საჯარო სკოლა გათვლილია  60 მოსწავლეზე.

პროექტის ღირებულება შეადგენს 1 298 588  (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცდარვა) ლარს.

პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს.  უცხოური საწარმოს ფილიალი „კლასიკ-სტროი“ შეასრულებს (ტენდერის განცხადების  ნომერი NAT180014424). ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 31.10.2018 - 31.12.2019  წ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.  სკოლის განაშენიანების ფართობი  750 მ2  მოიცავს. შენობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (წყალი, შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემა, გათბობა, ვენტილაცია, გარე განათება). შენობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილით და პანდუსით.

სამშენებლო კომპანია  ვალდებულია დაიცვას საქართველოში მოქმედი სამშენებლო  და გარემოსდაცვითი ნორმები. ასევე გათვალისწინებული იქნება შენობის შესაბამისობა სვანეთის კლიმატთან. მშენებლობისთვის გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს.

Share page