Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

შავ ღელეზე საავტომობლო გვირაბის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა

27 September, 2019

დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის „ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 116-ე კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე (შავი ღელე) საავტომობლო გვირაბის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ე. წ. შავ ღელეზე გზაზე არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, თავდაპირველად შესაბამისი სტრუქტურების მიერ შემუშავდა სამი ალტერნატიული პროექტი - I ალტერნატივა გულისხმობდა არსებული მეწყრული უბნის რეაბილიტაციას, II ალტერნატივა წარმოადგენს 1310 მ. სიგრძის მონაკვეთის გვირაბის მშენებლობას, ხოლო III ალტერნატივა წარმოადგენდა 9 კმ საერთო სიგრძის ახალი გზის გაყვანას მდინარის მეორე ნაპირზე.

შეფასების შედეგად დადგინდა, რომ II ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია ზემოქმედება, როგორც ფიზიკურ, ასევე სოციალურ გარემოზე, რადგან გვირაბის გასაყვანად ზემოქმედების ქვეშ ექცევა დაახლოებით 490 მეტრიანი მონაკვეთი, რითაც გვირაბის პორტალები დაუკავშირდება  არსებულ საავტომობილო გზას.  ხოლო დანარჩენი სამუშაოები განხორციელდება გვირაბში, რომლის საერთო სიგრძე იქნება 1310 მ.  მეორე ვარიანტის შემთხვევაში საჭირო არ არის დამატებითი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა.  ასევე პროექტის გავლენის ზონაში არ ხვდება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და  კომერციული ობიექტები, შესაბამისად ადგილი არ ექნება ფიზიკური და ეკონომიკური განსახლების ფაქტებს. გვირაბის გაყვანა მოხდება გვირაბგამყვანი მანქანით, რა დროსაც წარმოქმნილი ფუჭი ქანი შესაძლოა გამოყენებული იყოს გვირაბის  შესასვლელამდე მოსაწყობი გზის ვაკისის ფორმირებისათვის.

შესაბამისად, მიღებულ იქნა მეორე ალტერნატიული ვარიანტი - გვირაბის გაყვანა აღნიშნული მეწყრული უბნის გათვალისწინებით საუკეთესო გამოსავალია, რადგან ამ შემთხვევაში თავს ავარიდებთ მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზის ჩახერგვის რისკებს და მაქსიმალურად უსაფრთხო გახდება ავტომობილების ამ მონაკვეთზე გადაადგილება.

გვირაბის გაყვანის ტექნოლოგიების შერჩევისას განხილულ იქნა ასევე ორი ალტერნატიული ვარიანტი: ბურღვა-აფეთქება და გვირაბგამყვანი მანქანის გამოყენება.

მიუხედავად იმისა რომ გვირაბგამყვანი მანქანის გამოყენება უფრო დიდ დროსა და გაცილებით დიდ ხარჯს მოითხოვს, სწორედ ეს ალტერნატიული მეთოდი იქნა შერჩეული გვირაბის გასაყვანად, საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე მეწყრული პროცესების თავიდან აცილების მიზნით.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე https://mepa.gov.ge/  მითითებულ ბმულზე

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2019  წლის  18 ოქტომბრამდე. მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის  მისამართზე : eia@mepa.gov.ge 

Share page
https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://kahmijateng.com/ https://www.staimuhblora.ac.id/ https://www.mwcnubuduran.or.id/ https://nurulhadid.sch.id/ https://rsmulyasari.com/ https://smpn1bojonggambir.sch.id/ https://smpnsatapptgmanggis.sch.id/ https://pilkom.ulm.ac.id/wp-content/thailand/ https://bappeda.dtph.lampungbaratkab.go.id/ https://pauddikdasmen.com/config/data/