Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

10 March, 2021

სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იწყებს „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას მესტიის მუნიციპლიტეტში, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მხარდაჭერა 7 500 ლარის ფარგლებში. აღნიშნული თანხის ფარგლებში, შეძენილი იქნება ძირითადი საშუალებები, რომელიც საჭიროა მათი ბიზნესის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს და ეკომიგრანტს, რომელსაც აქვს:

 

1.      ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი;

2.      მცირე ბიზნეს სტატუსი;

3.      მიკრო ბიზნესის სტატუსი;

4.      შპს-ს, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის და სხვა სამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი (რომელთა პარტნიორია დევნილი ან/და ეკომიგრანტი, რომელიც ინდივიდუალურად ან ჯამში ასეთი პარტნიორები ფლობენ არანაკლებ 51 პროცენტს წილს/აქციას).

            5.      ბიზნესი რეგისტრირებული უნდა იყოს 2021 წლის 1 იანვრამდე.

ბიზნეს გეგმები მიიღება მიმდინარე წლის 9 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა მეწარმემ უნდა შეავსოს ბიზნეს გეგმის ფორმა  და წარმოადგინოს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შემდეგ მისამართზე:  სეტის მოედანი N1

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: +995 555 32 23 32

ბიზნეს გეგმის ფორმა იხილეთ თანდართული ბმულის სახით

Share page