კოლეჯი "თეთნულდი" წარმოგიდგენთ ფესტივალს

9 June, 2021

მოსახლეობის საყურადღებოდ.

11 ივნისს, 18:00 საათზე, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე, კოლეჯი „თეთნულდი“ და კლუბი „თეთნულდი“ წარმოგიდგენთ ფესტივალს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

ასევე, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში გაეცნოს და დაათვალიეროს ფაბლაბ „თეთნულდი“-ს ლაბორატორიაში, სტუდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს და დააგემოვნოს კონდიტერიისა და კულინარიის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კერძები. ასევე მოეწყობა სამკერვალო წარმოების პროგრამის ფარგლებში შექმნილი საბავშვო ნამუშევრების ჩვენება.

 საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ფოლკ-ბენდი „შარა“, ანსამბლი „ბანგურიანი“ და დიჯეი ალე.

Share page