საკრებულოს სხდომა - 2021 წლის ივნისი

25 June, 2021

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა საკრებულოს მორიგი სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:

1. „მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო კოპერატივ ,,რ/კ სათიბებისთვის“ აღნაგობის უფლებისთ გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

3. ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

4. გეოგრაფიული ობიექტის, მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანების შენობა-ნაგებობისათვის გამონაკლისის წესით, ადილარ ჩართოლანის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.

5 გეოგრაფიული ობიექტის, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელების ნესგუნის და ქაშვეთის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩისთვის გამონაკლისის წესით „შამილ ფილფანის“ სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.

Share page