14 აპრილი - დედაენის დღე
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ისაუბრეს ქართული ენის ისტორიაზე, წაიკითხეს ლექსები... ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა ქართული საგალობლები და სიმღერები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან მესტიის (ა.ა.ი.პ.) ბიბლიოთეკის გაერთიანება და კულტურის სამსახური.
"მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას, უამრავ დაბრკოლება გამოვლილი ქართული ენა კულტურის ენა იყო არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ კავკასიაში მცხოვრები ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისთვისაც. ესარი განძი, რომელსაც საფრთხე არასდროს უნდა შეექმნას, ეს არის ის რასაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, გაფრთილხება და სიყვარული".