“საქართველოს ევროპული გზა”
9 ივლისს, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო პროექტის საქართველოს კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური რაკურსის შესახებ “საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრის ფარგლებში მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო თემატური გამოფენა, ასევე ჩატარდა ლექცია დამსწრე საზოგადოებისათვის.
მოხსენებები წაიკითხეს მოწვეულმა სტუმრებმა:
მირიან ხოსიტაშვილი- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე
როზეტა გუჯეჯიანი-ისტორიკოსი, ეთნოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი-ტრადიციული ქართული სამართალი და თანამედროვე ევროპული ღირებულებები
სალომე ჭანტურიძე-ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მკვლევარი, ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი-საქართველო და ევროპა 1918-1921წწ.
კატო ჯავახიშვილი -პოეტი-ვინ ვართ? რანი ვართ?
საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმს საჩუქრად წიგნები გადასცა.