Hot line:+(995) 595 08 95 30

გამოფენა "იტალიური მარშრუტები"

4 August, 2022

1 აგვისტოს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში იტალის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა გამოფენა "იტალიური მარშრუტები". მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები” გამოფენა იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ გახსნა.

ღონისძიებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მიადგილე ნელი ნავერიანი და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ზვიად კვიციანი ესწრებოდნენ.

ექსპოზიცია (კურატორი იტალიელი ფოტოგრაფი და მკვლევარი ფაბიანო ვენტურა) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და არაკომერციული ასოციაცია "Macromicro"-ს პროექტია, რომლის მიზანია მთასა და ალპინიზმთან დაკავშირებული იტალიური კულტურის გაზიარება ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გამოფენა შედგება სამი ნაწილისგან ("ზოგადი შესავალი", "იტალიის მთები" და "სამყაროს ხედვა"), რომლებსაც თან ერთვის ისტორიული მასალა პირველი ექსპედიციების შესახებ. ეს გახლავთ დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი მთის სისტემების (ალპების, დოლომიტის, კავკასიონის, ანდების და ჰიმალაის მთების) ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოსურათების შთამბეჭდავი ექსპოზიცია, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს მყინვარების მასების დნობისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას მთის ლანდშაფტზე.

გამოფენა 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

Share page