Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

4 August, 2022

1- 5 სექტემბერს, მესტიაში, ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მინი ფეხბურთში გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.

ტურნირი ჩატარდება, მესტის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის სტადიონზე.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. მონაწილეთა ასაკის მინიმალური ზღვარია 18 წელი.

ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად ტარდება.

მსურველ გუნდებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 31 აგვისტოს ჩათვლით.

დეტალებზე დარეკეთ T: 591059181 ზვიადი ნიგურინი

Share page