Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ჰიპერტენზიის სკრინინგი მესტიაში

4 August, 2022

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მესტიაში, სეტის მოედანზე ჩაატარებს ჰიპერტენზიის სკრინინგს.

აქციის ფარგლებში პაციენტებს ეპიდემიოლოგიური კითხვარის შევსების პარალელურად სამჯერადად გაეზომება არტერიული წნევა „ომრონის“ ფირმის აპარატებით, რომლებიც ასევე

იძლევა გულის რითმის დარღვევის გამოვლენის საშუალებას.

აქციაში მონაწილეებს მიეცემათ რეკომენდაციები და დაურიგდებათ საინფორმაციო მასალა გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა მართვის შესახებ.

აღნიშნული აქცია ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

Share page