მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი
17-21 აგვისტოს, მესტიაში, Mestia International Short & Mountain Film Festival ჩატარდა.
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ფესტივალის სტუმრების საზეიმო მიღება გაიმართა. ცენტრის გარე სცენაზე მესტიის ფოლკლორული ანსამბლი ”რიჰო” წარსდგა.
დამსწრე საზოგადოებას, ფესტივალის დირექტორი, ხათუნა ხუნდაძე და მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, გეგი ფალიანი მიესალმნენ.
საზოგადოებას ფესტივალის სპონსორები და მხარდამჭერები გააცნეს და ისაუბრეს ფესტივალის სიმბოლური დატვირთვის პრიზებზე.
ფესტივალი გაიხსნა რაინოლდ და საიმონ მესნერების ფილმით “არავის მიწა” (ქვეყანა: იტალია), რომელიც ასევე გახლავთ მთის თემატიკის საკონსურო ფილმი.
გაიცანით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრები:
ბარბარა გასერი, ჰოლივუდის უცხოური პრესის წევრი;
ერვე შნაიდი - ამერიკული კინოს მემონტაჟეთა ასოციაციის წევრი (AEC editor)
სტანისლავ სემერჯიევი - რეჟისორი, სცენარისტი;
ვიქტორია იაკუბოვა-შნაიდი - კინორეჟისორი და მწერალი;
ლილი ხურითი - აფხაზეთიდან დევნილი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოსური წარმოშობის ქართულენოვანი მსახიობი.