Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ზემო სვანეთის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდა“ „ფრანკლინის კლუბთან“ თანამშრომლობით აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მიღებას საშემოდგომო აკადემიაში

29 September, 2022

ზემო სვანეთის ახალგაზრდული საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდა“ „ფრანკლინის კლუბთან“ თანამშრომლობით აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მიღებას საშემოდგომო აკადემიაში.

პროექტი „საქართველოს უნივერსიტეტის“ დაფინანსებით და მასთან პარტნიორობით გაიმართება.

რა არის „ფრანკლინის აკადემია“? ეს არის „ფრანკლინის კლუბის“ მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც ეკონომიკით, პოლიტიკით, ადამიანის უფლებებით და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროებში.

ლექციებს „ფრანკლინის კლუბის“ ექსპერტები და „საქართველოს უნივერსიტეტის“ ლექტორები გაუძღვებიან.

საშემოდგომო აკადემიის პროგრამა ხუთ საგანს დაფარავს. თითოეული საგნის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ საბაზისო ცოდნას. თეორიული ცოდნის უკეთ ასათვისებლად აკადემია პრაქტიკულ მოდულებსაც ითვალისწინებს.

პროგრამის საგნები და თემები:

- პოლიტიკური იდეოლოგიები;

- ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა;

- ეკონომიკა;

- შესავალი პოლიტიკაში;

- საერთაშორისო ურთიერთობები;

- დებატები.

ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტები საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.

საშემოდგომო აკადემიის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც „ფრანკლინის აკადემიაში“ მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ.

პროექტის ჩატარების დრო და ადგილი:

14-21 ოქტომბერი, თბილისი.

ლექციები და აქტივობები ჩატარდება „საქართველოს უნივერსიტეტში“.

პროექტი სრულად ფარავს მონაწილეთა ხარჯებს:

- ტრანსფერს დაბა მესტიიდან თბილისში და უკან;

- სასტუმროში განთავსებას;

- სამჯერად კვებას;

- საკანცელარიო ნივთებს.

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით აქ: https://bit.ly/3BMVazv

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი, 23:59 საათი.

შერჩეულ აპლიკანტებს პასუხი ეცნობებათ 4 ოქტომბერს.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა მაქსიმუმ 22 მონაწილე.

Share page