Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

სოფელ ყარ-სგურიშში და ჭუბერის ცენტრში ახალი სკოლები აშენდება

30 September, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტში ჭუბერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ყარ-სგურიშში და ჭუბერის ცენტრში ახალი სკოლები აშენდება.

ამ ეტაპზე ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია ჭუბერის ცენტრში.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 374 538 ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს 150 მოსწავლეზე გათვლილი ახალი ორსართულიანი სკოლების მშენებლობას, დახურული სპორტული დარბაზების აშენებას, რეკრეაციულ ზონებს და სკოლის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას შემოღობვის გათვალისწინებით.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონოლითური არმირებული იატაკის ფილის და მონოლითური რკინა-ბეტონის რიგელების მონტაჟი.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული (NAT220014860) კომპანია შპს "ბანი" ასრულებს.

Share page