Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის 20 წლის იუბილე

4 November, 2022

3 ნოემბერს, მესტიის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში აღევლინა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ესწრებოდნენ მროველ - ურბნელი მიტროპოლტი იობი, ბოლნელი მიტროპოლიტი ეფრემი, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი, ცაგერისა და ქვემო სვანეთის მიტროპოლიტი სტეფანე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი და მიტროპოლიტი სერაფიმე.

შეგახსენებთ რომ, მეუფე ილარიონს (ქიტიაშვილი) 20 წელიწადი შეუსრულდა, რაც მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას ხელმძღვანელობს.

მღვდელმთავარს საიუბილეო თარიღი მიულოცეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ქალბატონ, თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: სოზარ სუბარმა და ვიქტორ ჯაფარიძემ, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ და მისმა პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

Share page