შაკო შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა
7 მარტს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა, სვანი მხატვრის შაკო შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
სვანეთის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია 50-მდე სხვადასხვა ნამუშევარი, თითოეული მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებულად დახვეწილი შესრულების ტექნიკით, ფერთა გამითა და პროფესიონალიზმით, თითოეული ნამუშევარი გამსჭვალულია მხატვრის განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიყვარულით საკუთარი საქმისა და ხელოვნებისადმი.
გამოფენის ორგანიზატორია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი.
გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა სვანეთის ფოლკლორული ანსამბლის “რიჰოს” ხელმძღვანელის ბატონ ვახტანგ ფილფანის მიერ, რომელმაც ისაუბრა შაკო შუკვანის მოღვაწეობის, მისი ნიჭიერებისა და შესაძლებლობების შესახებ .
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის თანამშრომელმა დარიკო ჟორჟოლიანმა.
აღნიშნული გამოფენა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება 2023 წლის 25 მარტის ჩათვლით.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.