Hot line:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

საკრებულოს სხდომა 31.03.2023 /ანონსი

30 March, 2023

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 მარტის სხდომაზე განსახილველი საკითხები:

 

1. მესტიის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.

 

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ოქმის შევსებისა და წარმოების, ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ჩამოწერის აქტის ფორმის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის, საჯარიმო ქვითრის შედგენისა და გამოყენების წესის და საჯარიმო ქვითრის დამტკიცების შესახებ.

 

3.მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების (შენობების) საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

 

4. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ანგარიში 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

 

5. მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გადაცემის თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 

6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.

 

7. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. 

 

8. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. 

 

9. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ. 

 

 შეგახსენებთ, რომ სხდომაზე დასწრება თავისუფალია.

 დასაწყისი 12:00 სთ. 

 მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

სეტის მოედანი N1

Share page