Hot line:+(995) 595 08 95 30

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VII

4 May, 2023

2023 წლის 23 სექტემბერს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გამართავს ისტორიკოს აკაკი კვიციანის მე-100 წლისთავისადმი მიღვნილ მორიგ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VII”. 

 

კონფერენცია ჩატარდება მესტიაში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

კონფერენციის თემატიკა: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, სვანეთის ხელოვნება, სვანეთი და კულტურული ტურიზმი, გეოლოგია, ანთროპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, დემოგრაფია, გეოგრაფია, ეკოლოგია, ფოლკლორული ისტორია, ენათმეცნიერება, კულტუროლოგია და სხვ.

Share page